კობახიძე - ენმ-ს სურს იხილოს ომი უკრაინაში, ასევე სურს, იგივე საქართველოში კიდევ ერთხელ ნახოს

კობახიძე - ენმ-ს სურს იხილოს ომი უკრაინაში, ასევე სურს, იგივე საქართველოში კიდევ ერთხელ ნახოს

1-02-2022, 14:42 - 2022
985
       

„მათ [ენმ-ს] აშკარად სურთ იხილონ ომი უკრაინაში, ესეც არ აკმაყოფილებდათ და სურთ იხილონ ასეთი პროცესები საქართველოში კიდევ ერთხელ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძე ამბობს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ომი პარტიაა. მისი თქმით, ეს მათი განცხადებებიდან ჩანს. 

„ჩვენ გვაქვს პრინციპული პოლიტიკა და ეს ყოველთვის აისახება ხოლმე შესაბამის ტექსტებში. რაც შეეხება დღევანდელ ოპოზიციას, რომელიც თავის დროზე იყო ხელისუფლებაში, მათი ნაბიჯების შედეგი არის ის რომ დღეს რუსეთის ფედერაციას აქვს ჩაბარებული ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20%. როგორც ჩანს, ეს არ ყოფნით, მათ უნდათ აშკარად მეტი. ეს არის ომი პარტია. მათ აშკარად სურთ იხილონ ომი უკრაინაში. ეს პირდაპირ გამოსჭვივის მათი საუბრებიდან და ესეც არ აკმაყოფილებდათ და სურთ იხილონ ასეთი პროცესები საქართველოში კიდევ ერთხელ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები