გიგაური EU-ში ინტეგრაციაზე: უკრაინისთვის კანდიდატობის სტატუსის მინიჭება დღეების ამბავია

გიგაური EU-ში ინტეგრაციაზე: უკრაინისთვის კანდიდატობის სტატუსის მინიჭება დღეების ამბავია
28-02-2022, 19:39 - 2022
397

„ჩვენ ევროკავშირთან და ნატოსთან ინტეგრირების გარეშე ვერ გადავრჩებით როგორც ქვეყანა“, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, აქვს მოლოდინი, რომ უკრაინისთვის ევროკავშირში ინტეგრაციის კანდიდატობის სტატუსის მინიჭება დღეების ამბავია. გიგაურის თქმით, ჰგონია, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში ქვეყანამ შეთავაზება რომც მიიღოს, უარს ეტყვიან.

„მე ვიცი, რომ საქართველოს პრეზიდენტი იმყოფება ევროპაში და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ქალბატონი სალომე მაინც დაიცავს ჩვენს ინტერესებს იქ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმიტომ, რომ დღეს მე მგონია, რომ ჩვენ კონკრეტული შემოთავაზებებიც რომ მივიღოთ, ჩვენი ხელისუფლება უარს ეტყვის მათ, ამიტომ ამას ძალიან დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ. ამის გარეშე ჩვენ ვერ გადავრჩებით. ჩვენ ევროკავშირთან და ნატოსთან ინტეგრირების გარეშე ვერ გადავრჩებით როგორც ქვეყანა, ხომ ხედავთ რას აკეთებს რუსეთი უკრაინაში? აბა რატომ იქცევიან ასე [საქართველოს მთავრობა] არ ვიცი? ერთადერთი რაც ვიცი და მგონია არის ის, რომ უკრაინისთვის კანდიდატობის სტატუსის მინიჭება არსი დღეების ამბავი, რამდენიმე დღეში ეს გადაწყდება და მიმდინარეობს სერიოზული ლაპარაკი. ჩვენ ვრჩებით გარეთ, ვერაფერს ვაკეთებთ იმიტომ, რომ ასეთი ხელისუფლება გვყავს“, - განაცხადა ეკა გიგაურმა „მთავარი არხის“ ეთერში.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა