არ მინდა ვიხილო რუსული ტანკები მომავალი თბილისის მიმართულებით - დავით ზალკალიანი

არ მინდა ვიხილო რუსული ტანკები მომავალი თბილისის მიმართულებით - დავით ზალკალიანი

28-02-2022, 19:03 - 2022
671
       

„აქვე დგანან, მათ არ სჭირდებათ დამატებითი მობილიზაცია იმ სახით, რაც უკრაინაში განახორციელეს, აქვე არიან, ავტობანიდან ჩანს მათი ოკუპაციის შედეგი, რამდენიმე წუთი დასჭირდება იმისთვის, რომ მთლიანად საქართველო თავდაყირა დააყენონ“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა რუს აგრესორთან დაკავშირებით განაცხადა.

ზალკალიანი აღნიშნავს, რომ არ უნდა თბილისისკენ მომავალი რუსი ტანკები და დაბომბილი დედაქალაქი და აეროპორტები იხილოს. 

„როდესაც 40 კმ-ში, აქვე დგანან, მათ არ სჭირდებათ დამატებითი მობილიზაცია იმ სახით რაც უკრაინაში თვეობით განახორციელეს, აქვე არიან, ავტობანიდან ჩანს მათი ოკუპაციის შედეგი, რამდენიმე წუთი დასჭირდება იმისთვის, რომ მთლიანად საქართველო თავდაყირა დააყენონ და როგორ გგონიათ, ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია რას აპირებენ ან როგორ აპირებენ? ის რომ ბორელთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გამოდის ბორელი და ამბობს, რომ შემდეგი შესაძლოა საქართველო იყოს, არ არის ჰაერზე ნათქვამი სიტყვები. ეს ხომ ეფუძნება გარკვეულ იმ საფრთხეებს და მოლოდინებს, რომელიც ჩვენ გვაქვს და რომელიც ჩვენს ევროპელ პარტნიორებს აქვს. ეს პასუხისმგებლობა გვალაპარაკებს. არ მინდა იგივე ვიხილო საქართველოში, რაც 2008-ში იყო. არ მინდა ვიხილო რუსული ტანკები მომავალი თბილისის მიმართულებით. არ მინდა ვიხილო დედაქალაქისა და აეროპორტების დაბომბვა“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები