პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია „ტვიტერზე“ განცხადებას აქვეყნებს და უკრაინაში მიმდინარე ომს ეხმაურება.
მისი თქმით, უკრაინის გმირობა და მიმდინარე მოვლენები, საქართველოსთვისაც ისტორიული მომენტია. გახარია წერს, რომ მსოფლიო ახლა არჩევანის წინაშე დგას.
„უკრაინის გმირობის წყალობით, სამყარო იცვლება. ეს საქართველოსთვისაც ისტორიული მომენტია. ჩვენ გვაქვს არჩევანი: ან დავბრუნდეთ საბჭოთა რუსეთში, ან წავიდეთ წინ ევროპისკენ. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას დადგეს ისტორიის სწორ მხარეს, წაიყვანოს საქართველო ევროკავშირამდე და მიმართოს მათ წევრობისთვის“, - წერს გახარია „ტვიტერზე“.
Thanks to heroism of ??, the world is changing. It is a historic moment for ?? too. We have a choice:either go back to Soviet Russia or move forward to #Europe. We urge the @GovernmentGeo to stand on the right side of history, to take #Georgia to the ??, apply for membership now.
— Giorgi Gakharia (@GakhariaGiorgi) February 28, 2022