წულუკიანი - ოპოზიცია უნდა გადადგეს

წულუკიანი - ოპოზიცია უნდა გადადგეს
28-02-2022, 14:35 - 2022
694

„ჩვენი ოპოზიცია ცანცარებს, ეს შემიძლია ვთქვა და მე ვფიქრობ, რომ პრემიერ-მინისტრი კი არ უნდა გადადგეს, ოპოზიცია უნდა გადადგეს“, - ამის შესახებ ვიცე პრემიერმა და კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ჩვენ გვჭირდება პასუხისმგებლიანი ოპოზიცია, რომელიც სახლემწიფოს დაეხმარება იაროს სწორ გზაზე და არა პირიქით.
 
ჩვენი ოპოზიცია ცანცარებს, ეს შემიძლია ვთქვა და მე ვფიქრობ, რომ პრემიერ-მინისტრი კი არ უნდა გადადგეს, ოპოზიცია უნდა გადადგეს.
 
ეს არის ხალხი, ვინც როცა იყო ხელისუფლებაში მაშინ ტაშ-ფანდურით პასუხობდა მიმდინარე ომს.
 
ჩვენ გვჭირდება პასუხისმგებლიანი ოპოზიცია, რომელიც სახლემწიფოს დაეხმარება იაროს სწორ გზაზე და არა პირიქით.
 
ჩვენ, რა თქმა უნდა, ვხედავთ საპირისპიროს, ზედაპირულობას.
 
ვხედავთ, რომ ამ ადამიანებს, თითქოს, ერთი სული აქვთ ამ ქვეყანაში ომი გავარდეს - მინდა გავუცრუო მათ იმედები და ვუთხრა, ამ კონკრეტული პრემიერ-მინისტრის შემთხვევაში და ამ ხელისუფლების შემთხვევაში, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ყველანი ვიყოთ, პირველ რიგში საზოგადოება დაცულები
“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა