„კიევი იბომბება, ამის შემჩერებელი არავინაა“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები არაეფექტურია.
„დღეს ევროპაში მიმდინარეობს უზარმაზარი ომი, ყველაზე დიდ ქვეყანაში ევროპის და უკრაინის დედაქალაქი იბომბება და ამის შემჩერებელი დღეს ვხედავთ რომ არავინ არ არის, ვთქვათ პირდაპირ, რომ სანქციები არ არის ეფექტური საშუალება, და ისიც ვთქვათ, რომ დღეს უკრაინაში ვინ ომობს, ომობს უკრაინის ჯარი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.