„ყველას თანავუგრძნობთ, მაგრამ ჯერ ჩვენი ქვეყანა და ხალხი უნდა დავიცვათ“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მან უნდა იხელმძღვანელოს ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.
„მე დღეს მაქვს პატივი, მაგრამ დიდი პასუხისმგებლობა, ჩვენ ყველას, ხელისუფლებას.
რა თქმა უნდა, უნდა ვიხელმძღვანელოთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მხოლოდ და შემდეგ ვიფიქროთ სხვა ქვეყნის ინტერესებზე.
ჩვენ ყველას თანავუგრძნობთ, მაგრამ ჯერ ჩვენი ქვეყანა და ხალხი უნდა დავიცვათ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.