საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი „ტვიტერზე“ წერს, რომ ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან „ნაყოფიერი საუბარი“ ჰქონდა.
მისი თქმით, საუბრისას უკრაინასა და რეგიონში განვითარებული მოვლენების შესახებ იმსჯელეს.
„ამ რთულ დროს ნაყოფიერი საუბარი მქონდა ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან. განვიხილეთ უკრაინასა და ჩვენს რეგიონში არსებული ვითარება და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივები“, - წერს ღარიბაშვილი „ტვიტერზე“.