„ქართველმა ხალხმა დაწერა საქართველოს ღირსების ისტორია“, - ასე ეხმაურება საქართველოს მასშტაბით მიმდინარე აქციებს „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია.
როგორც მან აღნიშნა, ამ დღეებში ქართველმა ხალხმა თქვა, რომ არც მთავრობაზე, არც რაიმე პარტიულ თუ პოლიტიკურ პროცესზე არ არის დამოკიდებული და თქვა ის, რომ ქართველი ხალხი ჩვენი ქვეყნის სახეს განსაზღვრავს.
„დღეს საქართველოს სახე არის ღირსება და ჩვენ არასდროს არ დაგვავიწყდება ის მადლობის წერილი, რომელიც მივიღეთ ზელენსკისგან ქართლი ხალხის მიმართ. დღეს არის მოქმედების დრო. უკრაინა იბრძვის არამხოლოდ საკუთარი თავისუფლების, არამედ ჩვენი და მსოფლიოს თავისუფლებისა და მშვიდობისთვის. დღეს უკრაინამ მოახერხა მსოფლიოს შეცვლა. მთელი მსოფლიო არის აღფრთოვანებული უკრაინელი მებრძოლებისა და ხალხის შემართებითა და შეუპოვრობით. ამ ბრძოლაში ჩვენ უნდა მივიღოთ მონაწილეობა და შევიტანოთ ჩვენი წვლილი“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.