თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე მშენებარე ოლიმპიური სასახლე იწვის. ჯერჯერობით უცნობია, შემთხვევის შედეგად დაშავდა თუ არა ვინმე.
ასევე უცნობია ხანძრის გაჩენის მიზეზები. ადგილზე მობილიზებული არიან სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები.
„დეილიინფო“ დამატებით ინფორმაციას არკვევს.