ბათუმში სხვადასხვა ქვეყნების დიასპორის წარმომადგენლებმა პოლიტიკურ პარტიებთან ერთად უკრაინის სოლიდარობის აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეების თქმით, ბათუმში უკრაინელი ხალხის დასახმარებლად 2-ლოკაციაზე შტაბი გაიხსნა, სადაც მედიკამენტებსა და სხვადსხვა ნივთებს შეაგროვებენ და მას ომის შედეგად დაზარალებულებს მიაწვდიან.
გარდა ამისა, ადგილზე შეკრებული მოქალაქეები უარს ეუნებიან ომს და აცხადებენ, რომ შეიარაღებულ კონფლიქტს უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე ეწირება.
„უკრაინელი ბავშვები საფრთხის ქვეშ არიან, დიდება უკრაინას. მხარდაჭერას ვუცხადებთ იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს უკრაინაში იბრძვიან, ეს ტკივილი ჩვენთვის უცხო არ არის, რუსი ოკუპანტი სისხლს მოწყურებულია. რუსეთი ცდილობს საქართველოს დამოუკიდებლობის ჩამოდლას, რაც არ გამოუვა”, - ამბობენ აქციის მონაწილეები.