კახეთში უკრაინის სოლიდარობის აქცია გაიმართა

კახეთში უკრაინის სოლიდარობის აქცია გაიმართა

27-02-2022, 16:29 - 2022
835
       

კახეთში უკრაინის სოლიდარობის აქცია გაიმართა. მოქალაქეები სიღნაღში შეიკრიბნენ და მსვლელობა მოაწყვეს.

აქციაზე მოქალაქეებს უკრაინისა და საქართველოს დროშები ჰქონდათ მიტანილი. აქციონერების განცხადებით, სურთ დააფიქსირონ ის, რომ საქართველოს მთავრობისა და ხალხის პოზიცია ერთმანეთს სცდება. 

„დღეს სიღნაღში შევიკრიბეთ, რათა ჩვენც დავაფიქსიროთ და გამოვხატოთ სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ და დავაფიქსიროთ ის, რომ ჩვენი პრემიერის პოზიცია არ ემთხვევა ჩვენს პოზიციებს“, - განაცხადა გიორგი ელიზბარაშვილმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები