კარლ ჰარცელი: სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ვიზა-ლიბერალიზაციის ერთ-ერთი პირობის ნაწილი იყო

კარლ ჰარცელი: სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ვიზა-ლიბერალიზაციის ერთ-ერთი პირობის ნაწილი იყო

1-02-2022, 12:24 - 2022
629
       

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ვიზა-ლიბერალიზაციის ერთ-ერთი პირობის ნაწილი იყო, ჩვენ ამ ინსტიტუტის გასაძლიერებლად მნიშვნელოვანი ინვესტიცია განვახორციელეთ.

მისი თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით არაერთი კითხვა ჰქონდათ, რაც ეხებოდა არამარტო ინკლუზიურობის ნაკლებობას, არამედ საკითხის დაჩქარებით განხილვასთან დაკავშირებით.

„ევროკავშირი არის დაინტერესებული მხარე ამ სამსახურთან დაკავშირებით, რომელიც საქართველო-ევროკავშირის ვიზა-ლიბერალიზაციის ერთ-ერთი პირობის ნაწილი იყო. ჩვენ ამ ინსტიტუტის ექსპერტიზის და შესაძლებლობების გასაძლიერებლად მნიშვნელოვანი ინვესტიცია განვახორციელეთ. ეს არის მნიშვნელოვანი ინსტიტუტი, რომელიც როგორც დემოკრატიული ლანდშაფტის ნაწილი, ახორციელებს კონტროლსა და ბალანსს. იმედი გვაქვს, რომ ის შეშფოთება, რაც გამოითქვა გათვალისწინებული და ასახული იქნება, როდესაც პროცესი გაგრძელდება“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა. 

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები