ჩხოროწყუში უკრაინის სოლიდარობის აქცია გაიმართა. მოქალაქეები მერიის შენობასთან შეიკრიბნენ და შემდეგ მსვლელობა მოაწყვეს.
ადგილზე შეკრებილი მოქალაქეები აცხადებენ, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი საქართველოს ომიცაა და ეს ყველამ უნდა გაითავისოს.
„უკრაინაში იღვრება სისხლი არამარტო უკრაინელებისთვის, არამედ დანარჩენი მსოფლიოსთვისაც. აგრესორი აუცილებლად უნდა დამარცხდეს“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.