გიგი უგულავა: საბოლოოდ მეც დავიჯერებ, რომ ძიუდოისტი ვცემე

გიგი უგულავა: საბოლოოდ მეც დავიჯერებ, რომ ძიუდოისტი ვცემე

1-02-2022, 12:00 - 2022
849
       

ოპოზიციონერ გიგი უგულავას განცხადებით, ძიუდოისტმა ბადრი გავაშელიშვილმა მის წინააღმდეგ მიმდინარე საქმიდან ბევრი ბენეფიტი მიიღო.

უგულავა ამბობს, რომ შესაძლოა, ამ საჩუქრებში შედიოდა იმის ძახილი, რომ მან გავაშელიშვილს სცემა. ოპოზიციონერი ამბობს, რომ თუ ყველა - პროკურატურა და სასამართლო იძახის, რომ მან ძიუდოისტი სცემა, ალბათ, თავადაც დაიჯერებს ამას.

„ივანიშვილის რეჟიმისთვის დამახასიათებელია, რომ ყველა პოლიტიკოსს და მას, ვისაც არ მოსწონს ეს რეჟიმი, დამოკლეს მახვილივით თავზე ეკიდოს სასამართლო პროცესი. ეს ყველაზე აბსურდული საქმეა რაც კი მთელი 10 წლის განმავლობაში უწარმოებიათ - მედავებიან ევროპის ვიცე-ჩემპიონის ცემას. ეს საქმე არის დავალებით შესრულებული. ამ ადამიანმა ბევრი ბენეფიტი მიიღო, სიმდიდრე მიიღო მას შემდეგ, რაც ეს შეასრულა. ამ საჩუქრების ფასში შედიოდა ეტყობა ისიც, რომ უნდა იძახოს როგორ ვცემე მე ის, თუ ყველა იძახის რომ მე ის ვცემე, საბოლოოდ, მეც დავიჯერებ რომ ძიუდოისტი ვცემე“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში ევროპის ჩემპიონის, ბადრი გავაშელიშვილის ცემის საქმეზე ოპოზიციონერ გიგი უგულავას პროცესი მიმდინარეობს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები