საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტ ზელენსკის ესაუბრა.
ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს სრული სოლიდარობა უკრაინის ხალხისადმი.
"ამ ტრაგიკულ დროს უკრაინისთვის და მთელი ევროპისთვის, პრეზიდენტი ზელენსკი სამაგალითო ლიდერია. მთელი საქართველო უკრაინის გვერდით დგას",-წერს სალომე ზურაბიშვილი "ტვიტერზე".