ხაბეიშვილის განცხადებით, თბილისში სავაჭრო ცენტრი უნებართვოდ აშენდა

ხაბეიშვილის განცხადებით, თბილისში სავაჭრო ცენტრი უნებართვოდ აშენდა
1-02-2022, 11:34 - 2022
673

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, შპს „მოდუსმა“ თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, ორსართულიანი სავაჭრო ცენტრი სარეკრეაციო ზონაში უნებართვოდ ააშენა. 

ხაბეიშვილის თქმით, თბილისის მერიამ კომპანიას 2018-19 წლებში სავაჭრო ცენტრის აშენებაზე უარი უთხრა იმ განმარტებით, რომ ამ ადგილას გენერალური გეგმით მაგისტრალი უნდა აშენდეს, სარეკრეაციო ზონაა და რკინიგზა გადის, თუმცა 2022 წელია დღეს და სავაჭრო ცენტრი აშენებულია. 

„აქედან სამას მეტრში ხალხს ტალახში აგორავებენ, რომ თქვენ უკანონოდ თავშესაფარი ააშენეთო და ჩემ უკან არსებული სავაჭრო ცენტრი არის უკანონოდ აშენებული. ხელში მაქვს დოკუმენტები სადაც მერია ეუბნება უარს და წერს რომ ეს გენერალური გეგმით თბილისისთვის მნიშვნელოვანი ადგილია, ეს არის სარეკრეაციო ზონა სადაც მშენებლობა არ შეიძლება და პლუს ამას, რკინიგზასთან ახლოს არის და ნებართვას ვერ მოგცემთო. 2022 წელია კალენდარზე, არანაირი ნებართვა არ არსებობს ბუნებაში, ეს ადგილი ისევ სარეკრეაციო ზონაა, ისევ არის აქ რკინიგზა, ისევ არის აქ გენერალური გეგმით მთავარი ადგილი, სადაც მაგისტრალი უნდა გაკეთდეს, მიუხედავად ამისა, უკანონოდ არის აშენებული აქ სავაჭრო ცენტრი“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა