ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ვახო სანაია, სავარაუდოდ, დააკავეს

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ვახო სანაია, სავარაუდოდ, დააკავეს

დღეს, 18:07 - 2025
245
       

„ფორმულას“ ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ვახო სანაია განყოფილებაში გადაიყვანეს. 


ის სავარაუდოდ, გზის გადაკეტვის მიზეზით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ფორმულა“ ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
ასევე ვრცელდება ვიდეო, სადაც ნაჩვენებია, რომ სანაია საპატრულო პოლიციის მანქანაში ჯდება. 

ვიდეოს სოციალურ ქსელში მოქალაქე ავრცელებს.

მანამდე, პოლიციამ 18 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე აქციასთან დაკავშირებით რამდენიმე პირი დააკავა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები