პოლიციამ, სავარაუდოდ, ლაშა ჩხარტიშვილი დააკავა

პოლიციამ, სავარაუდოდ, ლაშა ჩხარტიშვილი დააკავა

დღეს, 18:02 - 2025
167
       

„ლეიბორისტული პარტიის“ წევრი, ლაშა ჩხარტიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს, სადაც სამართალდამცავებმა ის, სავარაუდოდ, დააკავეს.


ლაშა ჩხარტიშვილი სამართალდამცავებს განუმარტავს, რომ ის დედამისის სასაფლაოზე შვილთან ერთად მიდიოდა.

„შვილთან ერთად მივდიოდი დედაჩემის სასაფლაოზე, ჩანთაში მიდევს ყველაფერი და ხვალ ჩემი ფეხით მოვდივარ, პრობლემა არ მაქვს. ვიცი რაზეც მაწუხებთ - სავარაუდოდ, რუსთაველის გადაკეტვაზე. ოქმსაც ჩავიბარებ და ხვალ ჩემი ფეხით მოვდივარ. თუ მიმიშვებთ საფლავამდე ხომ კარგი, თუ არადა მაინც უღმერთოები და დიქტატურის მსახურები ხართ, რაზე გელაპარაკოთ. თუ დაკავებას აპირებთ, ადვოკატს უნდა დავურეკო“, - მიმართა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ჩხარტიშვილმა.

ამის შემდეგ ერთ-ერთმა სამართალდამცავმა მას საპატრულო პოლიციის მანქანაში ჩაჯდომისკენ მოუწოდა.

„ძირს ივანიშვილის დიქტატურა, ძირს მისი მონა-ჯალათები“, - განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა საპატრულო პოლიციის მანქანიდან.

მანამდე, სოციალურ ქსელში, ასევე გავრცელდა ინფორმაცია რამდენიმე მოქალაქის დაკავების და პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის თაობაზე.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები