შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეუთო-ს თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი „გზის გადაკეტვისთვის“ დააჯარიმა.
ეუთო-ს თავმჯდომარე 5 000 ლარით დაჯარიმდა.
ვალტონენი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. ის 14 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე მივიდა, სადაც აქციის მონაწილეებს შეხვდა.
15 ოქტომბერს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომ კობახიძემ საქართველოში მყოფ ვალტონენთან შეხვედრა „კანონსაწინააღმდეგო საპროტესტო აქციაზე გასვლის გამო“ გააუქმა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ შეხვედრა თავად ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააუქმა.