უკრაინის რადას დეპუტატის, ოლექსი გონჩერენკოს განცხადებით, უკრაინის სამხედრო ძალებმა ყველა ოლქის ცენტრზე დაიბრუნეს კონტროლი.
დეპუტატი ამბობს, რომ პუტინმა ერთი მიმართულებით აიღო ბილეთი და საკუთარი თავის დაიმარხა. გონჩერენკო ამბობს, რომ მას მიწას სიამოვნებით მიაყრიან.
„კიევი უკრაინისაა, ჩერნიგოვი უკრაინისაა, ხერსონი დავიბრუნეთ, ნიკოლაევში დესანტის გადმოსხმა ვერ შეძლეს, ომის მესამე დღეს იყო მომენტი, როდესაც მტერმა აიღო ქალაქი სუმი, თითქმის აიღო ხერსონი, თუმცა ახლა ყველა ოლქის ცენტრი ჩვენია. დასაწყისში ქვეყნები ჩვენ გვიყურებდნენ როგორც განწირულს, ახლა კი ჩვენ ვისმენ - „მამაცი ხალხი, ძლიერი ხალხი“. ევროპის ქვეყნების გარდა, ჩვენს გვერდით არის აზიაც. ყველა უწესებს ნაცისტურ ფედერაციას სანქციებს. ეს არის ბილეთი ერთი მიმართულებით - პუტინმა საკუთარი თავი დამარხა, ჩვენ კი მიწას სიამოვნებით მივაყრით“, - განაცხადა ოლექსი გონჩარენკომ.