კიევში სიტუაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშაა - დანილოვი

კიევში სიტუაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშაა - დანილოვი

26-02-2022, 09:42 - 2022
760
       

კიევში სიტუაცია უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და მოქალაქეების კონტროლს ექვემდებარება, - ამის შესახებ  ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა Ukrinform-თან განაცხადა.

„ჩვენ ვაჩერებთ ურდოს, როგორც შეგვიძლია, სიტუაცია უკრაინის სამხედრო შეიარაღებული ძალების და კიევის მოქალაქეების კონტროლის ქვეშაა“, - განაცხადა დანილოვმა.

მედიაში მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიევში გამარჯვების მოედნის, რკინიგზის სადგურისა და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მიდამოებში სროლის ხმა ისმოდა.
 

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები