„მკაცრად ვგმობთ პრემიერ ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებებს!“, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია „ტვიტერზე“ წერს.
მისი თქმით, ადამიანი, ვინც ერთიანობას ძირს უთხრის, ფასს აუცილებლად გადაიხდის.
„მკაცრად ვგმობთ პრემიერ ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებებს! ეს არ ასახავს ქართველი ხალხის დამოკიდებულებას. ჩვენ ვდგავართ უკრაინელების გვერდით. ვინც ამ ერთიანობას ძირს უთხრის, მხოლოდ ომის გაგრძელებას უჭერს მხარს და ფასს აუცილებლად გადაიხდის“, - წერს გახარია.