„წადი, წადი“ - კანცელარიასთან შეკრებილი აქციის მონაწილეები ღარიბაშვილის გადადგომას მოითხოვენ

„წადი, წადი“ - კანცელარიასთან შეკრებილი აქციის მონაწილეები ღარიბაშვილის გადადგომას მოითხოვენ
25-02-2022, 19:31 - 2022
817

მთავრობის ადმინისტრაციასთან სამოქალაქო აქტივისტები, მოქალაქეები და ოპოზიციური პარტიის წევრები უკრაინის სოლიდარობის აქციას მართავენ.

ადგილზე შეკრებილი მოქალაქეები უკრაინას მხარდაჭერას უცხადებენ, გმობენ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას და ამბობენ, რომ ღარიბაშვილის განცხადება ქართველი ხალხის პოზიციას არ წარმოადგენს. 

კანცელარიასთან მყოფი მოქალაქეები საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას მოითხოვენ. აქციაზე ისმის შეძახილები - „წადი, წადი“.

„სანამ ღარიბაშვილი არ გადადგება, ჩვენ არ დავიშლებით - „წადი, წადი, წადი“. სანქციები რუსეთს. მე მინდა ვუთხრა გმირ უკრაინელ ხალხს, ღარიბაშვილი არ არის საქართველო, ღირსეული საქართველო არის ეს ხალხი“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.
 

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა