„ბოდიში...“ - ნიკა მელია უკრაინელებს მიმართავს

„ბოდიში...“ - ნიკა მელია უკრაინელებს მიმართავს

25-02-2022, 18:11 - 2022
1 336
       

„ძვირფასო უკრაინელებო, გთხოვთ იცოდეთ, რომ საქართველო არის ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილი“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.

მელია მიმართავს უკრაინის მოქალაქეებს, რომ საქართველო არის ის ხალხი, ვინც გუშინ თავისუფლების მოედანზე იყვნენ. მანვე ბოდიში მოუხადა უკრაინას იმის გამო, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ უერთდება.

„ძვირფასო უკრაინელებო, გთხოვთ იცოდეთ, რომ საქართველო არის ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილი. ვინმესთვის უკრაინაში საქართველო არის ღარიბაშვილი და ივანიშვილი, ჩვენ გვრცხვენია და ამისთვის ვიხდით დიდ ბოდიშს. საქართველო არ არის ლაჩარი, საქართველოს შვილები არ ვართ ლაჩრები და ვიცით, როგორ უნდა დავუდგეთ გვერდში ჩვენს მეგობრებს, მით უმეტეს, როცა მათ აქვთ ამაგი ჩვენზე. ამიტომ, გთხოვთ შევიკრიბოთ თბილისში და ასე დავუდგეთ გვერდში იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენი თავისუფლებისთვისაც იბრძვიან. ჩვენ საქართველო არის ის ხალხი, ვინც გუშინ გამოვიდა აქციაზე, დღეს და ხვალ გამოვა. დიდი ბოდიში იმისთვის, რომ არ შეუერთდა ჩვენი ქვეყნის მთავრობა იმ სანქციებს, რომელსაც ცივილიზებული სამყარო უერთდება, მაგრამ ქართველი ხალხი სანქციებს კი არა ჩვენს სულს და გულს უერთებს თქვენს ბრძოლას“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები