რუსეთი უკრაინასთან მოლაპარაკებას დათანხმდება, თუ უკრაინის არმია იარაღს დაყრის - ლავროვი

რუსეთი უკრაინასთან მოლაპარაკებას დათანხმდება, თუ უკრაინის არმია იარაღს დაყრის - ლავროვი

25-02-2022, 15:50 - 2022
896
       

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვი განცხადებით, ვლადიმერ პუტინი დათანხმდება უკრაინის პრეზიდენტთან მოლაპარაკებას იმ პირობით, თუ უკრაინა იარაღს დაყრის.

გარდა ამისა, ლავროვმა თქვა, რომ „არავინ აპირებს უკრაინის ოკუპაციას“, რასაც უკრაინულმა მედიამ ქვეყნის მიმართ „ცინიკური დამოკიდებულება“ უწოდა.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა უარი თქვა მინსკის შეთანხმების შესრულებაზე და მუდმივად მიმართავდა დასავლეთს „ნორმანდიული ფორმატის“ გამართვისთვის.
 

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები