29 ნოემბერს, საბერძნეთის ეროვნული დაზვერვის სამსახურმა (NIS) და ბერძნულმა პოლიციამ 59 წლის ქართველი ემგირანტი, რომელიც რუსეთის დაზვერვისთვის ალექსანდრუპოლისის რეგიონიდან სამხედრო ობიექტების ფოტოებისა და ვიდეოების გადაგზავნაშია ეჭვმიტანილი.
ინფორმაციას ბერძნული გამოცემა Protothema ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ბერძნულმა დაზვერვამ მიიღო ინფორმაცია, რომელიც დაკავებულის საქმიანობაზე მიანიშნებდა. მას საბერძნეთში ბინადრობის უფლება ჰქონდა და ოფიციალურად მხატვრად მუშაობდა.
ახლა გამოძიება ცდილობს დეტალურად დაადგინოს თუ კონკრეტულად რომელი ობიექტები ჰქონდა ბრალდებულს გადაღებული და როდის.
გამოცემის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ თავდაპირველად დაკავებულ მამაკაცს აღმოსავლეთ ევროპაში მოქმედი კრიმინალური ჯგუფის წევრი დაეკონტაქტა. სწორედ ამ პიროვნებამ შესთავაზა დაკავებულს, რომ რუსეთის სპეცსამსახურიებითვის ემუშავა.
ბერძნული გამოცემა იუწყება, რომ თავად 59 წლის მამაკაცმა დაკითხვისას განაცხადა, რომ მას შესთავაზეს ფულადი ანაზღაურება, თუმცა მან ამაყად აღნიშნა, რომ ამას არა ფულის გამო, არამედ „დედა რუსეთისთვის“ აკეთებდა, რადგან წარსულში სსრკ-ს არმიაში მსახურობდა.
Protothema წყაროებზე დაყრდნობით წერს, დაკავებული პირი, სავარაუდოდ, ფოტოებსა და ვიდეოებს უღებდა ალექსანდრუპოლის პორტსა და სასაზღვრო ზონის სტრატეგიულად მნიშვნელოვან სამხედრო ობიექტებს, სადაც ბოლო ორი წლის განმავლობაში სამხედრო ტექნიკის გადაზიდვა აქტიურად მიმდინარეობს - რომელიც ხშირ შემთხვევაში უკრაინში რუსეთის წინააღმდეგ გამოსაყენებლად ხვდება.
გამოცემის მიხედვით, გადაღებულ მასალას დაკავებული ინტერნეტ აპლიკაციების საშუალებით სხვა პირს უგზავნიდა, რომელიც ცხოვრობს ლიტვაში და ფლობს ბერძნულ პასპორტს, თუმცა ისიც ყოფილი საბჭოთა კავშირის ერთ-ერთ ქვეყანაშია დაბადებული. protothema იმავე ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ შესაბამისმა ლიტვურმა სამართალდამცავმა ორგანოებმა მეორე პირიც დააკავეს.