საფრანგეთის „ლიგა 1“-ის 29-ე ტურში გიორგი მიქაუტაძის „ლიონმა“ „ოსერი“ გასვლაზე 3:1 დაამარცხა.
მატჩის 54-ე წუთზე ქართველმა პენალტის ნიშნულიდან გაიტანა, 84-ე წუთზე კი ასისტი მიითვალა, როდესაც მისი გადაცემის შემდეგ მეტოქის კარი ლაკაზეტმა აიღო.
მატჩის დასრულების შემდეგ გიორგი ერთ-ერთ გამოცემას ინტერვიუს აძლევდა, რა დროსაც მასთან თანაგუნდელი რაიან შერკი მივიდა და „გამარჯობის“ თქმა სცადა, რაც ძალიან ცუდად გამოუვიდა.
მიქაუტაძემ შერკის შემდეგ ეს სიტყვა შეახსენა და ფრანგმაც სიტყვა „გამარჯობა“ უფრო ადვილად წარმოთქვა.
ცნობისთვის, „ლიონი“ „ლიგა 1“-ში 51 ქულით მეოთხე პოზიციაზეა, მესამეადგილოსან „მარსელს“ 1, ხოლო მეორეადგილოსან „მონაკოს“ 2 ქულით ჩამორჩება და 17 აპრილს ევროპა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ მატჩში „ოლდ ტრაფორდზე“ „მანჩესტერს“ შეხვდება.