ხვიჩა კვარცხელიას „პსჟ“-მ ლონდონის „არსენალი“ სტუმრად 1:0 დაამარცხა.
გოლი დემბელემ ქართველი შემტევის პასით გაიტანა და პარიზული გრანდი ნახევარ-ფინალურ შეხვედრაში დააწინაურა.
შეხვედრა საკმაოდ სანახობრივი გამოდგა, გამოსარჩევი იყო პარიზელთა მეკარეც, დონარუმა, რომელმაც „პსჟ“ რამდენჯერმე 100%-იანი გოლისგან იხსნა.
„არსენალი“ და „პსჟ“ ერთმანეთს პარიზში ერთ კვირაში დაუპირსპირდებიან.