განახლებული მოტივაციებით საზოგადოების სამსახურში - სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
რეკლამა
<

ელისაშვილი დავითაშვილს - მე რომ მინისტრი ვყოფილიყავი და გერმანიის ბაღ-ბოსტნებსა და ყანებში მუშაობის მიზნით განაცხადი 100 ათას კაცს შეევსო, თვითმკვლელობაზე ვიფიქრებდი

ელისაშვილი დავითაშვილს - მე რომ მინისტრი ვყოფილიყავი და გერმანიის ბაღ-ბოსტნებსა და ყანებში მუშაობის მიზნით განაცხადი 100 ათას კაცს შეევსო, თვითმკვლელობაზე ვიფიქრებდი
18-03-2021, 15:46
ავტორი: სოფიო შავაძე

„მე რომ ვყოფილიყავი სოფლის მეურნეობის მინისტრი და გერმანიას გამოეცხადებინა ასეთი პროექტი, რომ ვისაც გინდათ ჩვენთან ბოსტნებში და ყანებში მუშაობა აგერ შეავსეთ განცხადებაო და აგერ ორ დღეში 100 000-მა კაცმა შეავსო განცხადება ალბათ თვითმკვლელობაზე ვიფიქრებდი ", - ამ სიტყვებით დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ლევან დავითაშვილს მიმართა.

ელისაშვილის შეფასებით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო უფუნქციოა მაშინ, როდესაც სოფლის მეურნეობა არ არსებობს და ქვეყანაში ქართული პროდუქტები ხელმისაწვდომი არ არის.

„სოფლის მეურნეობის სამინისტრო 30 წელის გვაქვს და სოფლის მეურნეობა არა, მე განყენებული სტატისტიკა არ მაინტერესებს, სტატისტიკა ჩემთვის არის მაღაზიაში რომ შევდივარ და ქართულ პროდუქტს რომ ვერ ვხედავ“,- განაცხადა ალეკო ელისაშილმა.

დეპუტატი აგრეთვე თვლის რომ, სოფლის მეურნეობის მფლობელობაში არსებული მიწები, გლეხებს უნდა დაურიგდეს რათა ქართული პროდუქტის წარმოება შესაძლებელი გახდეს.
,, თქვენი სტრუქტურა და თქვენი მოხსენება ჩემთვის არის ის, რომ აი გუშინ იყო თუ გუშინწინ ქალბატონმა წულუკიანმა მითხრა ფარისეველი ხარო, თითქოს კულტურის ქომაგი ხარ და კულტურის სამინისტროს მხარს არ უჭერო, აი პასუხად გეტყვით, ეს ის შემთხვევაა როდესაც მაგალითად გვაქვს სოფლის მეურნეობის სამინისტრო 30 წელია და სოფლის მეურნეობა არ გვაქვს. მე განყენებული სტატისტიკა და ციფრები არ მაინტერესებს, მე ვარ ჩვეულებრივი მოქალაქე და ჩემთვის, ყველაზე მთავარი სტატისტიკა არის მაღაზიაში რომ შევდივარ რა არჩევანი გვაქვს სოფლის მეურნეობის პროდუქტის, ხახვი და ნიორი თურქეთიდან, ფორთოხალი და მანდარინი საბერძნეთიდან, ხორცი ბრაზილიიდან და ინდოეთიდან, რა სოფლის მეურნეობაზე მელაპარაკებით, აქა-იქ თუ იპოვით რაღაცას ქართულს. 5 წელია მინისტრი ხართ, რა არის მიზეზი, საჯარო რეესტრიდან ამოვიღეთ დღეს ასეთი რამ, სახელმწიფო საკუთრებად საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწების 69%, მილიონ ჰექტარზე მეტი არის სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწა, სინამდვილეში ეს არის კორუმპირებული გამგებლების ხელში ჩავარდნილი მიწა, რომელსაც ძიძგნიან და თავის ოჯახის წევრებს აძლევენ. თქვენც ხომ ამბობთ და ყველამ ხომ ვიცით, რომ მიწა არის ყველაზე მთავარი რესურსი სოფლის მეურნეობის, მიწის გარეშე არცერთი დარგი არ ვითარდება და რატომ არის რომ ისევ საბჭოთა კავშირი გვაქვს 30 წელია. ხელში მიჭირავს სტრატეგია, საქართველოს სოფლის განვითარების 2017-2020 წლის სტრატეგია, სადაც წერია ასეთი რამ, რომ 5 ჰექტარზე მეტს ფლობს პროცენტ ნახევარი სოფლის მეურნეობაში ჩართული ადამიანებისა, რას აკეთებთ თქვენ იმისთვის, რომ ხალხს გადაეცეს ეს მიწა, რომ გლეხები რომლებიც დადიან და ჩიჩქნიან რაღაცა 600 და 900 კვადრატულ მეტრ მიწას, რა უნდა მოიყვანო, ალმასი უნდა დათესო, ოქრო, ვერცხლი თუ თვალმარგალიტი, რომ იქიდან ბიზნესი აწარმოო და შემოსავალი მიიღო. რატომ არ აკეთებთ იმას რომ ხალხს გადაეცეს ეს, თავდაცვის და უსაფრთხოების მიწების გარდა, დანარჩენი უნდა გადაეცეს ხალხს“,-განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. 

გაზიარება
მოინახულეს 426-ჯერ
კომენტარები