ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ 64 წლის კაცი სამსახურიდან ორსულობის მუხლით დაითხოვა

ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ 64 წლის კაცი სამსახურიდან ორსულობის მუხლით დაითხოვა
21-02-2023, 14:49 - 2023
1 237

ავთანდილ თალაკვაძემ 64 წლის კაცი სამსახურიდან ორსულობის მუხლით დაითხოვა.


ინფორმაციას და ამის ამსახველ დოკუმენტს ადგილობრივი გამოცემა „გურიის მოამბე“ ავრცელებს. 

გამოცემა წერს, რომ ოზურგეთის მერიის „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების“ მწვრთნელის პოზიციიდან, ხარიტონ ჩატარაშვილი, დირექტორმა, ვინმე შრომის კოდექსის, საქართველოს ორგანული კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე დაითხოვა.

თავად ხარიტონ ჩხატარაშვილი კი ამბობს, რომ მისი სამსახურიდან გაშვება ოზურგეთის მერის, ავთანდილ თალაკვაძის ბრძანებით მოხდა:

„მომხსნენ სამსახურიდან, რადგან მხარს არ ვუჭერდი არჩევნებში ავთანდილ თალაკვაძეს, მერმა მითხრა ხმა კოტე შარაშენიძეს მიეცი და “ნაციონალურ მოძრაობას” რის გამოც ჩვენთან ვერ იმუშავებო“, - უთხრა მან გამოცემას.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა