განახლებული მოტივაციებით საზოგადოების სამსახურში - სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
რეკლამა
<

აშშ-ში კორონავირუსის 215 805 შემთხვევა დაფიქსირდა

აშშ-ში კორონავირუსის 215 805 შემთხვევა დაფიქსირდა
13-01-2021, 10:54
ავტორი: მერი ტაბატაძე

აშშ-ში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 215 805 შემთხვევა დაფიქსირდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში ვირუსს კიდევ 4 327 ადამიანი ემსხვერპლა, რაც რეკორდული დღიური მაჩვენებელია.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე აშშ-ში სულ 22 838 110 პირი დაინფიცირდა, მათგან 380 600-ზე მეტი გარდაიცვალა.

ცნობისთვის, მსოფლიოში აშშ ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით პირველ ადგილზეა.

გაზიარება
მოინახულეს 57-ჯერ
კომენტარები