ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით 28 წლის ქალი გარდაიცვალა.
ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათი თქმით, გარდაცვლილი ქალი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში პირველ აპრილს შეიყვანეს.
„გურიის რეგიონში მცხოვრები 28 წლის ქალი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საცხოვრებელი ბინიდან ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 1 აპრილს შეიყვანა. სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანისას პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო.კოვიდ 19-ის ფონზე პაციენტს განუვითარდა მძიმე პნევმონია, რასაც დაერთო სუნთქვის ფუნქციის დარღვევა. საჭირო გახდა აპარატული მხარდაჭერა.
პაციენტი 7 აპრილს გარდაიცვალა”, - აცხადებენ სამინისტროში.
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით 28 წლის ქალი გარდაიცვალა
7-04-2021, 22:46
ავტორი: აკაკი გურგენიძე
გაზიარება
მოინახულეს 121-ჯერ