განახლებული მოტივაციებით საზოგადოების სამსახურში - სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
რეკლამა
<

ნათელაშვილი - თუ პარტნიორები აგრძნობინებენ ივანიშვილს, რომ მისი ქარვასლა და მილიარდები სანქციების ქვეშ მოექცევა, ნიკა მელიას გამოუშვებენ

ნათელაშვილი - თუ პარტნიორები აგრძნობინებენ ივანიშვილს, რომ მისი ქარვასლა და მილიარდები სანქციების ქვეშ მოექცევა, ნიკა მელიას გამოუშვებენ
7-04-2021, 14:28
ავტორი: მერი ტაბატაძე

„თუ ჩვენი პარტნიორები აგრძნობინებენ ბიძინა ივანიშვილს ,რომ მისი ქარვასლა და მილიარდები საფრთხის ქვეშაა და სანქციების ქვეშ მოექცევა, ამ შემთხვევაში ნიკა მელიას გამოუშვებენ", - ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

როგორც ნათელაშვილი ამბობს, თუ პარტნიორების ამას არ იზამენ, მაშინ „ქართული ოცნება" ვაი მმართველობას კვლავ გააგრძელებენ.

„თუ ჩვენი პარტნიორები აგრძნობინებენ ბიძინა ივანიშვილს ,რომ მისი ქარვასლა და მილიარდები საფრთხის ქვეშაა და სანქციების ქვეშ მოექცევა, ამ შემთხვევაში ნიკა მელიას გამოუშვებენ. თუ ამას არ აგრძნობინებენ, ის ბოლომდე გააგრძელებს იმას, რითიც დაიწყო თავისი ვაი მმართველობა - პატიმრობა, ძალა, შიში, გაძარცვა, ტყუილი, სამოქალაქო დაპირისპირების გაღვივება", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

გაზიარება
მოინახულეს 175-ჯერ
კომენტარები