განახლებული მოტივაციებით საზოგადოების სამსახურში - სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
რეკლამა
<

დიდი ბრიტანეთის მედიკამენტების მარეგულირებელმა AstraZeneca-ს ვაქცინით აცრილ პირებში თრომბის 30 შემთხვევა გამოავლინა

დიდი ბრიტანეთის მედიკამენტების მარეგულირებელმა AstraZeneca-ს ვაქცინით აცრილ პირებში თრომბის 30 შემთხვევა გამოავლინა
2-04-2021, 15:11
ავტორი: მერი ტაბატაძე

დიდი ბრიტანეთის მედიკამენტების ორგანიზაციამ გამოავლინა იშვიათი თრომბის 30 შემთხვევა იმ ადამიანებში, რომლებმაც AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მიიღეს.

აღნიშნულის მიუხედავად, ორგანიზაცია რეკომენდაციას უწევს AstraZeneca-ს ვაქცინის მიღებას და ამის მიზეზად ასახელებს იმას, რომ ვაქცინის სარგებელი რისკებს მნიშვნელოვნად აჭარბებს.

მედიკამენტებისა და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელმა სააგენტომ (MHRA) განაცხადა, რომ გამოავლინა შემთხვევები 22 ცერებრალური ვენური სინუსური თრომბოზისა და 8 თრომბოზის სხვა მოვლენების შესახებ. მონაცემები ემყარება დიდ ბრიტანეთში 24 მარტისთვის ჩატარებული 18,1 მილიონი დოზის გაანგარიშებას.

MHRA–მ ასევე განაცხადა, რომ 21 მარტის მონაცემებით, Pfizer/BioNTech ვაქცინის შემთხვევაში სისხლის თრომბის შესახებ ინფორმაცია არ მიუღიათ.

ევროპის წამლების სააგენტომ და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ასევე განაცხადეს, რომ AstraZeneca-თი ვაქცინაცია უნდა გაგრძელდეს, თუმცა კიდევ რამდენიმე ქვეყანამ შეაჩერა ან შეზღუდა მისი გამოყენება, გამოძიების დაწყებამდე. 

ფაქტს გამოეხმაურა AstraZeneca და განაცხადა, რომ „პაციენტის უსაფრთხოება კვლავ რჩება კომპანიის მთავარ პრიორიტეტად”.

„დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მარეგულირებელმა ორგანოებმა დაასკვნეს, რომ ჩვენი ვაქცინის სარგებელი ამ მომაკვდინებელი ვირუსისგან ადამიანების დასაცავად მნიშვნელოვნად აღემატება რისკებს. ვაქცინის სარგებელი კიდევ ერთხელ დაადასტურა EMA–ს უსაფრთხოების ყოველთვიურ ინფორმაციაში”, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

გაზიარება
მოინახულეს 141-ჯერ
კომენტარები