პარლამენტის წინ აქციის მონაწილეებმა კარავი გზის სავალ ნაწილზე გაშალეს.
ხმაური იყო საკანონმდებლო ორგანოსთან, სადაც სამართალდამცველებმა აქტივისტებს ტროტუარზე გაშლილი კარვის გადატანა მოსთხოვეს.
მოგვიანებით კომენტარი გააკეთეს ოპოზიციონერებმაც და განაცხადეს, რომ კარავს პარლამენტის მიმდებარედ გადაიტანენ.
„პირველი და მთავარი პოლიციის გონივრული ვადა არაფერ შუაში არაა და არც გვაინტერესებს იმ მიზეზის გამო, რომ ეს პოლიცია კანონს არ ემორჩილება. თუ ამის აუცილებლობა იქნება და მეტი ადამიანს ექნება დარჩენის სურვილი მერე ვიფიქრებთ და აქეთ გადმოვალთ. რადგან არ ვიცით რამდენი ადამიანი იქნება ჯერ ეს კარავი იქით გადავა“, - განაცხადა გიგი უგულავამ.
პარლამენტის წინ აქციის მონაწილეებმა კარავი გზის სავალ ნაწილზე გაშალეს
26-02-2021, 18:15
ავტორი: მერი ტაბატაძე
გაზიარება
მოინახულეს 95-ჯერ