,, მან განგებ აირჩია ყველაზე პროვოკაციული გზა, რომ უფრო მეტი ესკალაცია შეეტანა პროცესებში”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ მედიასთან განაცხადა.
მისი თქმით, სამართალდამცავმა სტრუქტურებმა ძალის გადამეტების გარეშე შეასრულეს თავისი მოვალეობა.
,,როცა ამბობ, რომ ქვეყნის სამართლებრივ წესრიგზე და საკონსტიტუციო ინსტიტუტებზე ძალადობრივი თავდასხმა არის ნორმალური და ამას ასაღებ გამოხატვის თავისუფლებად ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში პასუხი არის ის რაც მოხდა ამ შემთხვევაში. აშკარაა, რომ მან განგებ აირჩია ყველაზე პროვოკაციული გზა, და მან განვებ აირჩია, რომ უფრო მეტი ესკალაცია შეეტანა პროცესებში. სამართალდამცავმა სტრუქტურებმა ძალის გადამეტების გარეშე შეასრულეს თავისი მოვალეობა და სრულიად გამჭირვალედ ჩატარდა დაკავება”,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
არჩილ თალაკვაძე - ნიკა მელიამ თავად აირჩია პროვოკაციული გზა
23-02-2021, 11:49
ავტორი: სალომე მამნიაშვილი
გაზიარება
მოინახულეს 65-ჯერ