განახლებული მოტივაციებით საზოგადოების სამსახურში - სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
რეკლამა
<

გამოცხადდება თუ არა სრული ლოკდაუნი - პაატა იმნაძე საგანგებო განცხადებას ავრცელებს

გამოცხადდება თუ არა სრული ლოკდაუნი - პაატა იმნაძე საგანგებო განცხადებას ავრცელებს
27-12-2020, 15:21
ავტორი: ბაქარ ლიკლიკაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ კორონავირუსის გამო, შესაძლოა სრული ლოკდაუნი გამოცხადდეს.

მან ასევე აღნიშნა, რომ არსებული ინფორმაცია მხოლოდ ჭორია.

„მსგავსი არაფერი განიხილება, ვრცელდება ჭორები და ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება.

სამწუხაროდ, ამ ქვეყანაზე ბევრი ადამიანია, რომელიც ჭორების გავრცელებით არის დაკავებული და დაახლოებით, ასეთი პრინციპით არის, რაც უარესი მით უკეთესი.

არაფერი არ განიხილება მსგავსი. განიხილება ის, რაც იყო გამოცხადებულია თავიდან, საუბარია ორ თვიან გეგმაზე. ყველაფერი გაკეთდება ამ გეგმის მიხედვით“, – განაცხადა იმნაძემ.

გაზიარება
მოინახულეს 4 490-ჯერ
კომენტარები