განახლებული მოტივაციებით საზოგადოების სამსახურში - სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
რეკლამა
<

კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა დედაქალაქსა და რეგიონებში

კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა დედაქალაქსა და რეგიონებში
21-11-2020, 11:14
ავტორი: აკაკი გურგენიძე

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა, სადაც ახალი შემთხვევების რიცხვმა 1 247 შეადგინა.

ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„რეგიონების მიხედვით, ინფიცირების ახალი შემთხვევები ასე ნაწილდება : აჭარაში - 742, იმერეთში - 609, ქვემო ქართლში - 214, შიდა ქართლში - 197, გურიაში - 157, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 319, კახეთში - 150, მცხეთა-მთიანეთში - 96, სამცხე-ჯავახეთში - 63, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთი - 30“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

საქართველოში კორონავირუსით 33 ადამიანი გარდაიცვალა, აქედან ყველაზე მეტი ლეტალობის შემთხვევა თბილისში გამოვლინდა.

„რეგიონების მიხედვით გარდაცვლილი შემთხვევები კი, ბოლო 24 საათის მიხედვით ასე გამოიყურება : აჭარაში - 5, იმერეთში - 8, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 1, ქვემო ქართლში - 1, ხოლო მცხეთა-მთიანეთში - 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 927 გარდაცვალების შემთხვევა“, - აღნიშნა სიჭინავამ.

გაზიარება
მოინახულეს 188-ჯერ
კომენტარები