განახლებული მოტივაციებით საზოგადოების სამსახურში - სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
რეკლამა
<

WHO ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში „რემდესივირის“ გამოყენების რეკომენდაციას არ გასცემს

WHO ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში „რემდესივირის“ გამოყენების რეკომენდაციას არ გასცემს
20-11-2020, 16:37
ავტორი: მერი ტაბატაძე

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში, მათი სიმძიმის მიუხედავად, „რემდესივირის“ გამოყენების რეკომედაციას არ გასცემს.

ამის შესახებ განცხადებას ჯანმო ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, აღნიშნული რეკომენდაციები შემუშავებული იქნა ოთხ საერთაშორისო კვლევაზე დაყრდნობით. კვლევებში 7 000-მდე ინფიცირებული პაციენტი მონაწილეობდა. დაკვირვების შედეგად კი დადგინდა, რომ „რემდესივირი“ არ ამცირებს ვირუსით გარდაცვალების მაჩვენებელს.

გაზიარება
მოინახულეს 39-ჯერ
კომენტარები