განახლებული მოტივაციებით საზოგადოების სამსახურში - სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
რეკლამა
<

ჟურნალისტებს, რომლებიც მთელი ეს წლები „ტორპედოს“ ლხინსა და ჭირს აშუქებენ, ეუბნება კლუბს თავს დაესხიო - ედო ბადალაშვილი ქუთაისის „ტორპედოს“ ამბებზე

ჟურნალისტებს, რომლებიც მთელი ეს წლები „ტორპედოს“ ლხინსა და ჭირს აშუქებენ, ეუბნება კლუბს თავს დაესხიო - ედო ბადალაშვილი ქუთაისის „ტორპედოს“ ამბებზე
16-11-2020, 13:47
ავტორი: ბაქარ ლიკლიკაძე

რამდენიმე დღის წინ ქუთაისის „ტორპედოს“ უკვე ყოფილმა პრესამსახურის უფროსმა, ედო ბადალაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ ის კლუბის თანამშრომელი აღარ იყო.

მიზეზების გარკვევისას აღმოჩნდა, რომ გუნდის ახალმა ინვესტორმა თანამშრომელი გაათავისუფლა, რადგან მას მედიის წარმომადგენლებისთვის უსაფუძვლო ბრალდებების წაყენება არ სურდა.

„რამდენიმე დღის წინ ფეხბურთელებმა მედიის მეშვეობით გაავრცელეს ამბავი, რომ კლუბში ფინანსური პრობლემებია, კლუბის პრეზიდენტი ხელფასს არ იხდის, იტყუება და ა.შ. მოდი, თავიდანვე ვიტყვი, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამებოდა: დაგვიანება ხელფასზე მართლაც იყო, მაგრამ სათქმელია ისიც, რომ ფეხბურთელებს დაგვიანება კი არა, ტყუილი აღიზიანებთ. მაგალითისთვის, მათ ეუბნებიან რომ ხელფასი 3 დღეში იქნება... 10 დღე გავა და არ არის. ეუბნებიან კიდევ 2 დღე - გავა ის ორი დღე და ისევ არ არის.მთელი წელი ასე გრძელდება.
მედიაში გავრცელებული სტატიებიდან 2-3 დღეში დაგვერიცხა სრული ხელფასი. აღსანიშნავია, რომ ეს წელს პირველი სრული ხელფასი იყო - მანამდე გარკელ პროცენტს ვიღებდით. ამის შემდეგ კლუბის პრეზიდენტმა მოისურვა იმ ფეხბურთელების ვინაობის გარკვევა, რომლებმაც ინფორმაცია მედიაში გაავრცელეს.
ხაზგასასმელია, რომ მედიით გავრცელებული ინფორმაცია იყო მთელი გუნდის პოზიცია და არა ერთი კონკრეტული ფეხბურთელის. როგორც პრესსამსახურის უფროსს და საზოგადოებასთან ურთირთობის მენეჯერს, მითხრეს, რომ ოფიციალურ გვერდზე უნდა გამომექვეყნებინა განცხადება. განცხადებაში კლუბი ბრალს სდება ჟურნალისტებს ცილისწამებაში, ხოლო ფეხბურთელებს ლაჩრებს უწოდებდა“, - აღნიშნა ედო ბადალაშვილმა.

როგორც მან ჩვენთან საუბრისას განაცხადა, იცოდა, რომ ეს გავრცელებული ინფორმაცია სიმართლე იყო და მედია საშუალებებს წყაროს გაუთმელობის უფლება ჰქონდათ.

„ვეცდე ამეხსნა, რომ მსგავსი განცხადების გავრცელება არ იქნებოდა სწორი. კონკრეტული ნაბიჯები კლუბის შიგნით უნდა მიღებულიყო, მაგრამ როცა პრეზიდენტი ხარ და საჯაროდ შენს ფეხბურთელს ლაჩარს, ხოლო ჟურნალისტს ცილისმწამებელს უწოდებ, არასწორია.
გაინტერებთ პასუხი? კლუბიდან გამიშვეს. განცხადება მაინც დაიდო გვერდზე, თუმცა შეცვლილი ვერსია. მაგალითად, სიტყვა ლაჩარი, რომელიც ფეხბურთელების მისამართით იყო, სულაც ამოიღეს და ა.შ
გამიშვეს მე მხოლოდ იმის გამო, რომ კლუბის იმიჯზე ვიზრუნე. არ ვისურვე, კლუბს პრობლემები შეჰქმნოდა მედიასთან. თუ ჟურნალისტი ტყუილს წერს, შეგიძლია უჩივლო, მაგრამ საქმეც ეგაა, რომ ჟურნალისტი არ ტყუოდა. ტყუილები კლუბში გვესმოდა მთელი წელი: ხვალ იქნებ ხელფასი, ზეგ იქნება და ა.შ“, - განაცხადა მან.

თუმცა ამ კლუბის ირგვლივს ყველაზე საინტერესო მხოლოდ ეს არ არის, ედოს შემცვლელი ორ დღეში იპოვეს, ხოლო პრესამსახურის დანარჩენ თანამშრომლებს ხელფასებს უმცირებენ.

„გამიშვეს მე იმისთვის, რომ კლუბისთვის კარგი მინდოდა. იცით გაგრძელება? ჩემი გუნდის, ანუ პრესსამსახურის თანამშრომელს ურეკავენ, ხელფასი უნდა შეიმცირო, ეუბნებიან. რატომ? თუ არ შეიმცირა, ეტყვიან წადი კლუბიდანო.

ხოლო ზოგადად, გუნდთან მიმართებაში ხშირად აქვს ადგილი გაუგებრობას, რადგან, როგორც ზემოთ ვთქვი, მთელი წელია გუნდი ბევრ ტყუილს ისმენს. სეზონის სტარტზე კორონავირუსის გამო ხელფასის განახევრება გვთხოვეს. გვითხეს, მხოლოდ სამი თხით, შემდეგ ისევ სრულად დავარიგებთო.

გავიდა 3 თვე. ისევ შემცირება გვთხოვეს, კიდევ ერთი თვითო. შემდგაც ასე გაგრძელდა - ხან 50%, ხან 70%... სრული ხელფასი მხოლოდ ოქტომბერში მივიღეთ. პეზიდენტის ტყუილებმა გუნდში მისადმი უნდობლობა გააჩინა,რაც გაუგებრობის მიზეზია ხოლმე,თორემ ეს ტორპედოა და აქ 8 თვეც უთამაშიათ უხელფასოდ...“, - განმარტა ედომ.

თვეების მანძილზე უხელფასოთ მოედანზე გასული ქუთაისლები ბევჯერ გვინახავს, ერთმანეთზე ხელის შეწმენდაც გვინახავს, ახლა როდესაც ახალი ინვესტორია სიტუაცია მაინც არ იცვლება.

გვახსოვს, იყო საუბარი ქუთაისის მერიის წარმომადგენლობისგან, რომ ისინი მზად იყვნენ გადაეცათ გუნდი და ინვესტორის ჩამოსვლას ელოდნენ.

როგორც ედო აღნიშნავს, გუნდში ეს საკითხით დღემდე ბუნდოვანია და იტალიელი ამას მის სასიკეთოთ იყენებს.

„ამ მომენტში კლუბი ფაბიო მანინოსი არ არის და ამას პრეზიდენტი სათავისოდ იყენებს: ხან იძახის, კლუბის პრეზიდენტი ვარო, ხან იძახის - არ ვარო. თუ რამე კონკრეტული ნაბიჯია გადასადგამი, ხელფასია ჩასარიცხი და ა.შ., იძახის მე არ ვარ პრეზიდენტი, მე რატომ მთხოვთო... ხოლო თუ თანამშრომელია გასათავისუფლებელი კლუბიდან, მაშინ პრეზიდენტია.
მერია თვეების განმავლობაში გვეუბნებოდა, რომ როგორც კი ფაბიო მანინო საქართველოში ჩამოვიდოდა, კლუბი გადაეცემოდა. ფაქტია, 1 თვის წინ იტალიელი ინვესტორი ყველაფრის მიუხედავად, ჩამოვიდა და 1 კვირა საქართველოში იყო. მერიამ უთხრა, საბუთი არ გვაქვს მზად და 10 დღეში ჩამოდიო. წავიდა და ჯერ არ ჩამოსულა“, - საუბრობს „DailyInfo“-სთან ედო ბადალაშვილი.

„დეილი ინფოს“ სახელით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი დამსახურებით ქუთაისურ კლუბს საქართველოში ერთ-ერთი გამართული და საუკეთესო პრესამსახური ჰყავდა, რომელიც მედიის წარმომადგენლებთან ძალიან კარგად მუშაობდა.

გაზიარება
მოინახულეს 456-ჯერ
კომენტარები