განახლებული მოტივაციებით საზოგადოების სამსახურში - სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
რეკლამა
<

ადამიანებს, რომლებიც აიცრნენ, ექნებათ „პრივილეგია“ - ამირან გამყრელიძის განცხადება

ადამიანებს, რომლებიც აიცრნენ, ექნებათ „პრივილეგია“ - ამირან გამყრელიძის განცხადება
26-04-2021, 23:27
ავტორი: DaiLyInfo

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ადამიანებს, რომლებიც აიცრნენ ექნებათ „პრივილეგია“.

მან ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი წახალისების საკითხი საკოორდინაციო საბჭოზე წარდგენილია და განხილული იქნება.

„ჩვენ გვაქვს ჩვენი რეკომენდაციები, რომ ამ ადამიანებს, რომლებიც აიცრნენ ორჯერადად ან ერთჯერადად, სხვადასხვა წახალისება ჰქონდეთ საზოგადოებასა და ცხოვრებაში.

რამდენიმე ასეთი წამახალისებელი ნაბიჯი არის წარდგენილი საკოორდინაციო საბჭოში და ეს იქნება განხილული.

რა თქმა უნდა, ჩვენ მომხრე ვართ, რომ ვისაც ექნება კოვიდ პასპორტი, ჰქონდეთ შესაბამისი „პრივილეგია“, უპირატესობა რაღაც მიმართულებით.
ეს სერიოზული პრივილეგიაა იმიტომ, რომ ადამიანი როცა მიდის ექიმთან და იცის, რომ ამ კლინიკაში ყველა აცრილია, რა თქმა უნდა, იქ ნაკლები რისკია შემდგომი დაინფიცირების“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გაზიარება
მოინახულეს 5 490-ჯერ
კომენტარები