გურჯაანის მერის ყოფილი მოადგილე და ამჟამად ბიზნესმენი ნიკოლოზ გეთიაშვილი დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით, გეთიაშვილს სახლთან გაუხსნეს ცეცხლი. ის კლინიკაშია გადაყვანილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.