ჩერნობილის ზონაში რადიაციის გაზრდილი მაჩვენებელი დაფიქსირდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის ბირთვული რეგულირების სახელმწიფო ინსპექციის Facebook გვერდზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში.
„გამორიცხვის ზონის რადიაციული მონიტორინგის ავტომატური სისტემის მონაცემები, რომლებიც ხელმისაწვდომია ონლაინ რეჟიმში, მიუთითებს იმაზე, რომ გამა გამოსხივების დოზის კონტროლის დონეები (წითელი წერტილები) გადაჭარბებულია მნიშვნელოვანი რაოდენობით“, - ნათქვამია ანგარიშში.