ლიონელ მესი მაიამის „ინტერთან“ ხელშეკრულებას 1 წლით გაახანგრძლივებს. ამის შესახებ ინფორმაციას ავტორიტეტული გამოცემა The Athletic-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, მოლაპარაკებები ჯერ დასკვნით ფაზაში არ შესულა, თუმცა მხარეები დარწმუნებულები არიან, რომ შეთანხმებას მალე მიაღწევენ.
37 წლის არგენტინელი „ინტერთან“ კონტრაქტს 2026 წლის დეკემბრამდე გააგრძელებს, „ლა პულგას“ ამჟამინდელ კლუბთან მიმდინარე ხელშეკრულება სეზონის ბოლოს ეწურება. მესიმ მაიამის „ინტერის“ მაისურით ჩატარებულ 46 მატჩში 42 გოლის გატანა და 23 საგოლე პასის შესრულება მოახერხა.