კლუბში ჭერის ჩამონგრევას, სულ მცირე, 79 ადამიანი ემსხვერპლა

კლუბში ჭერის ჩამონგრევას, სულ მცირე, 79 ადამიანი ემსხვერპლა

9-04-2025, 08:57 - 2025
621
       

დომინიკის რესპუბლიკის დედაქალაქში, სანტო-დომინგოში მდებარე ერთ-ერთ კლუბში ჭერის ჩამონგრევის შედეგად, სულ მცირე, 79 ადამიანი დაიღუპა, 150-ზე მეტი კი დაშავდა.

გარდაცვლილებს შორის არიან ადგილობრივი პროვინციის გუბერნატორი და ცნობილი დომინიკელი ბეისბოლისტი, ოქტავიო დოტელი, რომელმაც აშშ-ს ბეისბოლის უმაღლეს ლიგაში (MLB) 15 სეზონი გაატარა. 51 წლის ყოფილი სპორტსმენი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

შემთხვევა პოპულარული ადგილობრივი მუსიკოსის, რუბი პერესის კონცერტის საწყის საათებში მოხდა, როდესაც კლუბში ასობით ადამიანი იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, არტისტი ნანგრევებს შორის იყო მოყოლილი.

სამაშველო ოპერაცია, რომელშიც 400-მდე მაშველი მონაწილეობს კვლავ გრძელდება და ვარაუდობენ, რომ დაღუპულთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები