ბრიტანეთი რუსეთთან ვაჭრობას წყვეტს - ახალი სანქციები

ბრიტანეთი რუსეთთან ვაჭრობას წყვეტს - ახალი სანქციები

24-02-2022, 21:14 - 2022
554
       

დიდი ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აწესებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა თემთა პალატაში განაცხადა.

მისი თქმით, სანქციები მიმართული იქნება იმისკენ, რომ რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლა მაქსიმალურად განხორციელდეს. სანქციები უწესდებათ კონკრეტულ სუბიექტებსა და ფიზიკურ პირებს. ასევე, ჯონსონის ცნობით, სრულად გაყინავენ „ვითიბი ბანკის“ აქტივებს. გარდა ამისა, პრემიერი ამბობს, რომ სრულად წყვეტენ რუსეთთან ვაჭრობას.

„დიდი შვიდეულის შეხვედრაზე ჩვენ დღეს შევთანხმდით იმაზე, რომ მაქსიმუმამდე უნდა ავიყვანოთ ის ეკონომიკური საზღაური, რომელსაც რუსეთი გადაიხდის ამ ქცევისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა დავასრულოთ ევროპის დამოკიდებულება ნავთობსა და გაზზე. ასევე, უნდა შევაჩეროთ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მიმდინარეობა. ჩვენ მაქსიმალურად უნდა გავზარდოთ ეკონომიკური ზეწოლა რუსეთზე.

ამ ეტაპზე დიდი ბრიტანეთი გვთავაზობს რუსეთის წინააღმდეგ უდიდეს ეკონომიკურ სანქციებს. ჩვენ მიზანში ამოვიღებთ რუსულ ფინანსურ საშუალებებს, ბანკებს, ჩვენ „ვითიბიზე“ ვაწესებთ აქტივების სრულ გაყინვას, რუსეთის ბანკები სრულიად იზოლირებული იქნება დიდი ბრიტანეთის ფინანსური სისტემისგან. მათ აღარ ექნებათ წვდომა დიდი ბრიტანეთის მეშვეობით რაიმე გადახდების გაკეთებაზე. ჩვენ შევაჩერებთ რუსეთთან ვაჭრობას და შეერთებული შტატებიც მსგავს ზომებს იღებს“, - განაცხადა ბორის ჯონსონმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები