მტკვრის მარცხენა სანაპიროზე დღეიდან, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება | განცხადება

მტკვრის მარცხენა სანაპიროზე დღეიდან, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება | განცხადება

7-04-2025, 17:46 - 2025
573
       

თბილისის მერიის ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რესტორან „გაგრის“ მიმდებარედ, დღეიდან, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.
 

„მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რესტორან „გაგრის“ მიმდებარედ საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რესტორან „გაგრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, გზის სავალ ნაწილზე ბზარები შეინიშნება, რისთვისაც საჭიროა გადაუდებელი სამუშაოების ჩატარება. უსაფრთხოების მიზნით, მიმდინარე წლის 7 აპრილიდან გზის დაზიანებულ მონაკვეთში, უკიდურეს მარჯვენა ზოლში საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!“, - წერია განცხადებაში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები