აჭარის არალეგიტიმურმა უმაღლესმა საბჭომ, არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარედ სულხან თამაზაშვილი დაამტკიცა.
„აჭარის ტელევიზიის“ ცნობით, თამაზაშვილსა და მის მიერ წარმოდგენილ მინისტრთა კაბინეტს მხარი 12-მა დეპუტატმა დაუჭირა. აჭარის მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა უცვლელი დარჩა.
სხდომა დახურულ რეჟიმში ჩატარდა და მასზე ჟურნალისტები არ დაუშვეს.
შეგახსენებთ, თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნული თანამდებობა 4 აპრილს დატოვა. იმავე დღეს, კობახიძემ და ყაველაშვილმა რიჟვაძის შემცვლელად თამაზაშვილი წარადგინეს.
სულხან თამაზაშვილი თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო. ის ჟურნალისტებსა და მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობრივი თავდასხმების გამო, დიდი ბრიტანეთის მიერ დასანქცირებულია.