„მივადექით დნეპროპეტროვსკის ოლქს“ | კახა კალაძის სიძე რუსული ტანკების ვიდეოს ავრცელებს

„მივადექით დნეპროპეტროვსკის ოლქს“ | კახა კალაძის სიძე რუსული ტანკების ვიდეოს ავრცელებს

7-04-2025, 13:39 - 2025
2 878
       

თბილისის მერისა და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის ნახევარდის, თამუნა კალაძის ქმარი, პაატა აბულაძე სოციალურ ქსელში რუსული ტანკების კოლონის ვიდეოს ავრცელებს.
 

„მივადექით დნეპროპეტროვსკის ოლქს. გამახსენეთ რაო ტრამპუშკამო?“, -  წერს აბულაძე ვიდეოს აღწერაში.
 
კალაძის დის ქმარი პრო-რუსულ პოსტებს, ისევე როგორც „ოცნების“ წარმომადგენლებთან, მათ შორის, ივანიშვილის შს მინისტრ ვახტანგ გომელაურთან და თავად ბიძინა ივანიშვილთან, შეხვედრის ამსახველ ფოტოებს სოციალურ ქსელში რეგულარულად აქვეყნებს.
 
2024 წელს აბულაძე რუსეთის მიერ ოკუპირებულ ლუგანსკში იმყოფებოდა.
ამსახველი ფოტომასალა გაავრცელა პუტინისტმა გიორგი ირემაძემ, რომელიც პრორუსული პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის წევრია. ირემაძისა და აბულაძის ვიზიტი გააშუქა რამდენიმე რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამაც.
 
ირემაძის მიერ გავრცელებულ ფოტოებში ჩანს პაატა აბულაძე, რომელსაც მაისურზე ომის მხარდამჭერი სიმბოლო Z ახატია, ხოლო თავზე ახურავს ქუდი რუსეთის დროშით.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები